უძველესი რუკა

აპოლონიოს როდოსელი გვაწვდის პირველ წერილობით ცნობას იმის თაობაზე, რომ ძველ სამყაროში რუკების არსებობას  პირველად აპოლონიოს როდოსელის წერილობითი წყაროდან ვიგებთ, ხოლო ცნობა კოლხებს ეხება.
“არგონავტიკიდან“ ცნობილი ხდება, რომ როდესაც ბერძნებმა კოლხეთში იმოგზაურეს, იმ დროს კოლხებს შენახული ჰქონიათ თავიანთი წინაპრების მიერ ნაწერი კვირბები (ანუ რუკები), რომლებზედაც დედამიწის ირგვლივ სამოგზაუროდ ზღვის და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი იყო ნაჩვენები. როგორც ჩანს, კოლხეთში არსებული ეს “ნაწერი” რუკები, ძალიან ძველი იყო, რადგან კოლხები მათ წინაპართა დანატოვარ რელიკვიებად მიიჩნევდნენ და საგანგებოდ ინახავდნენ. ერთერთ ქვაზე აღმოაჩინეს საინთერესო კომპოზიცია. ეს არის აფრიანი ხომალდი, რომელიც ერთმანეთში ჩახატული წრეებით შედგენილი ფიგურისკენ მიცურავს, მის ზემოთ კი ხელის მტევანია გამოსახული.http://samepo.ge

No comments:

Post a Comment