Friday, November 16, 2012

დედამიწის შემცირებული მოდელი





გლობუსი
 (ლათ. Globus — სფერო), დედამიწის დაუმახინჯებელი კარტოგრაფიული გამოსახულება სფეროზე; დედამიწის მოდელი, რომელსაც ყველა მიმართულებით სიგრძეებისა და ფართობების ერთი და იგივე მასშტაბი აქვს. პირველი გეოგრაფიული გლობუსი გააკეთა ნიურნბერგელმა მ. ბეჰაიმმა 1492 წელს. XVII-XVIII საუკუნეებში, საზღვაო რუკების შემოღებამდე, გლობუსებს იყენებდნენ ზღვაოსნობაში.

კარტოგრაფიული შინაარსის მიხედვით გლობუსი სხვადასხვაგვარია, უმეტესად გავრცელებულია ფიზიკური-გეოგრაფიული და პოლიტიკური გლობუსები. ასტრონომიულ გლობუსებზე გამოსახულია ვარსკვლავიერი ცა. სასწავლო გლობუსების მასშტაბებია 1:30 მლნ. - 1 : 80 მლნ. თეთრ გრადუსთა ბადიანი შავი გლობუსები იხმარება მათემატიკური-გეოგრაფიული სავარჯიშოების შესასრულებლად, საპროექციო გლობუსი, რომელიც ცენტრში ელექტრონათურა აქვს, — კარტოგრაფიული პროექციების შესასწავლად.http://ka.wikipedia

უძველესი რუკა





აპოლონიოს როდოსელი გვაწვდის პირველ წერილობით ცნობას იმის თაობაზე, რომ ძველ სამყაროში რუკების არსებობას  პირველად აპოლონიოს როდოსელის წერილობითი წყაროდან ვიგებთ, ხოლო ცნობა კოლხებს ეხება.
“არგონავტიკიდან“ ცნობილი ხდება, რომ როდესაც ბერძნებმა კოლხეთში იმოგზაურეს, იმ დროს კოლხებს შენახული ჰქონიათ თავიანთი წინაპრების მიერ ნაწერი კვირბები (ანუ რუკები), რომლებზედაც დედამიწის ირგვლივ სამოგზაუროდ ზღვის და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარი იყო ნაჩვენები. როგორც ჩანს, კოლხეთში არსებული ეს “ნაწერი” რუკები, ძალიან ძველი იყო, რადგან კოლხები მათ წინაპართა დანატოვარ რელიკვიებად მიიჩნევდნენ და საგანგებოდ ინახავდნენ. ერთერთ ქვაზე აღმოაჩინეს საინთერესო კომპოზიცია. ეს არის აფრიანი ხომალდი, რომელიც ერთმანეთში ჩახატული წრეებით შედგენილი ფიგურისკენ მიცურავს, მის ზემოთ კი ხელის მტევანია გამოსახული.http://samepo.ge

Thursday, November 15, 2012

რა არის რუკის ლეგენდა (კრტოგრაფია)




ლეგენდა რუკის თავისებური ენაა, რომლის დახმარებით რუკის შინაარსის წაკითხვაა შესაძლებელი. რუკაზე ან გეგმაზესხვადასხვა ობიექტი ან მოვლენა პირობითი აღნიშვნებით გამოისახება, რომელთა მნიშვნელობა რუკის რომელიმე კუთხეში ლეგენდის სახითაა განმარტებული.
სხვადასხვა ტიპის რუკაზე განსხვავებულ პირობით აღნიშვნებს გამოიყენებენ. ისინი შეიძლება იყოს ფართობლივი, ხაზობრივი და მასშტაბგარეშე.
ფართობლივი ნიშნებით დიდი განფენილობის ობიექტების (მაგალითად: კონტინენტებიზღვებისახელმწიფოები და სხვ.) კონტურები გამოისახება. ამასთან, იყენებენ როგორც შეფერადების, ისე დაშტრიხვის ხერხს.
ხაზობრივი ნიშნებით ისეთი ობიექტებს ან მოვლენებს გამოსახავენ, რომლებიც ხაზობრივი გავრცელებით ხასიათდებიან. მაგალითად, მდინარეებს, ზღვებს, გზებს, მილსადენებს, საზღვრებს და სხვა. ხაზობრივ ნიშნების ცალკე ჯგუფს იზოხაზები ქმნიან.
იზოხაზები თანაბარი რიცხვირი მაჩვენებლების (მაგალითად აბსოლუტური სიმაღლე) მქონე წერტილების შემაერთებელი ხაზებია. მათში განასხვავებენ: იზოჰიფსებს ანუ ჰორიზონტალებს (აბსოლუტური სიმაღლის მაჩვენებელი), იზობათებს (წყლის სიღრმის მაჩვენებელი), იზოთერმებს (ჰაერის ტემპერატურის მაჩვენებელი) და სხვა.
იზოხაზებით გამოსახული ობიექტი ან მოვლენა შეიძლება ფერებითაც იყოს ნაჩვენები. მაგალითად, ფიზიკურ რუკაზედაბლობებს, როგორც წესი, მწვანე ფერით, მაღლობებს - ღია ყავისფერით, ხოლო მთიანეთს - მუქი ყავისფერით გამოსახავენ.
მასშტაბგარეშე ნიშნებით მცირე ფართობზე არსებული ობიექტები (მაგალითად დასახლებული ფუნქტები) გამოისახება. აქ აღსანიშნავია გეომეტრიული ნიშნები. მაგალითად, დასახლებული პუნქტები პუნსონითსასარგებლო წიაღისეული კი - სპეციალური ნიშნებით გამოისახება.
ნებისმიერი პირობითი ნიშანი ასახავს ობიექტის შინაარს და სიდიდეს. მაგალითად, წრფის ფერი დასახლების ტიპს გვიჩვენებს, ხოლო სიდიდე - მოსახლეობის რაოდენობას.

რუკის ისტორია




ადამიანი რუკებს უძველესი დროიდან ქმნიდა, რითაც თვალსაჩინო წარმოდგენა ეძლეოდა გეოგრაფიული ობიექტების ურთიერთგანლაგებაზე. რუკების კრებადობას ატლასი ეწოდება. ტერმინი ატლასი შემოტანილია აღორძინების ხანაში ფლამანდრიელი კარტოგრაფის მერკატორის მიერ.
ამჟამად ქაღალდის რუკების გარდა არსებობს ელექტრონული რუკები — რუკები, რომელიც გამოსახულია კომპიუტერის ეკრანზე. ამგვარი რუკების მეშვეობით მანძილების და სხვა კარტოგრაფიული გაზომვების ჩატარება ბევრად ადვილი, სწრაფი და ზუსტია. მასზე მხოლოდ ხაზის გატარებაა საჭირო ნებისმიერ ორ პუნკტს შორის, მონაცემებს კი სპეციალური პროგრამა მყისიერად დაითვლის. ერთ-ერთი ამგვარი კომპიუტერული პროგრამააhttp://ka.wikipedia

რა არის რუკა


რუკა
 — დედამიწის ზედაპირის ან მისი ნაწილის შემცირებული და განზოგადებული გამოსახულება სიბრტყეზე. რუკაზე გეოგრაფიული ობიექტების შემცირების ხარიხს გვიჩვენებს მასშტაბი. რუკების უმრავლესობას არაერთი საერთო მახასიათებელი გააჩნია. ყოველ რუკაზე წარმოდგენილია: მასშტაბი, გრადუსთა ბადე, პირობითი ნიშნები და გეოგრაფიული ობიექტები. გეოგრაფიული ობიექტებიდან ძირითადია: სანაპირო ხაზი, მდინარეები, წყალსატევები, გზები, მთავარი ქალაქები, პოლიტიკური საზღვრები და სხვ. აღნიშნული მახაიათებლები რუკის ზოგადგეოგრაფიულ ფონს (საფუძველს)  
.დღესდღეობით ძალიან აქტუალური დადა ხშირად გამოყენებადია ინტერნეტ-რუკები,რომლებიც საშუალებას გვაძლევს სასურველი ტერიტორიის  რუკა (სხვადასხვა ფორმატში, სხვადასხვა ხედით...) დავათვალიეროთ ჩვეულებრივი ვებ-ბრაუზ
ერის მეშვეობით.http://ka.wikipedia