რუკის ლეგენდა(კარტოგრაფია)


ლეგენდა რუკის თავისებური ენაა, რომლის დახმარებით რუკის შინაარსის წაკითხვაა შესაძლებელი. რუკაზე ან გეგმაზესხვადასხვა ობიექტი ან მოვლენა პირობითი აღნიშვნებით გამოისახება, რომელთა მნიშვნელობა რუკის რომელიმე კუთხეში ლეგენდის სახითაა განმარტებული.
სხვადასხვა ტიპის რუკაზე განსხვავებულ პირობით აღნიშვნებს გამოიყენებენ. ისინი შეიძლება იყოს ფართობლივი, ხაზობრივი და მასშტაბგარეშე.
ფართობლივი ნიშნებით დიდი განფენილობის ობიექტების (მაგალითად: კონტინენტებიზღვებისახელმწიფოები და სხვ.) კონტურები გამოისახება. ამასთან, იყენებენ როგორც შეფერადების, ისე დაშტრიხვის ხერხს.
ხაზობრივი ნიშნებით ისეთი ობიექტებს ან მოვლენებს გამოსახავენ, რომლებიც ხაზობრივი გავრცელებით ხასიათდებიან. მაგალითად, მდინარეებს, ზღვებს, გზებს, მილსადენებს, საზღვრებს და სხვა. ხაზობრივ ნიშნების ცალკე ჯგუფს იზოხაზები ქმნიან.
იზოხაზები თანაბარი რიცხვირი მაჩვენებლების (მაგალითად აბსოლუტური სიმაღლე) მქონე წერტილების შემაერთებელი ხაზებია. მათში განასხვავებენ: იზოჰიფსებს ანუ ჰორიზონტალებს (აბსოლუტური სიმაღლის მაჩვენებელი), იზობათებს (წყლის სიღრმის მაჩვენებელი), იზოთერმებს (ჰაერის ტემპერატურის მაჩვენებელი) და სხვა.
იზოხაზებით გამოსახული ობიექტი ან მოვლენა შეიძლება ფერებითაც იყოს ნაჩვენები. მაგალითად, ფიზიკურ რუკაზედაბლობებს, როგორც წესი, მწვანე ფერით, მაღლობებს - ღია ყავისფერით, ხოლო მთიანეთს - მუქი ყავისფერით გამოსახავენ.
მასშტაბგარეშე ნიშნებით მცირე ფართობზე არსებული ობიექტები (მაგალითად დასახლებული ფუნქტები) გამოისახება. აქ აღსანიშნავია გეომეტრიული ნიშნები. მაგალითად, დასახლებული პუნქტები პუნსონითსასარგებლო წიაღისეული კი - სპეციალური ნიშნებით გამოისახება.
ნებისმიერი პირობითი ნიშანი ასახავს ობიექტის შინაარს და სიდიდეს. მაგალითად, წრფის ფერი დასახლების ტიპს გვიჩვენებს, ხოლო სიდიდე - მოსახლეობის რაოდენობას.http://ka.wikipedia

No comments:

Post a Comment